Posts

სურამის ღვთაების ეკლესია

Image
სურამის ღვთაების ეკლესია  — მდებარეობს  სურამის  უბან გვერდისუბანში. აშენებულია  1831  წელს ადრე აქ არსებული ეკლესიის ნანგრევებზე ძმები ნებიერიძეების დაკვეთით. შეკეთებულია  1972  წელს. ეკლესია დარბაზულია  (12,2 X 5,6 მ), ნაგებია ქვის დიდი კვადრებით და რიყის ქვით, შეკეთებულია აგურით. შესასვლელი  სამხრეთით და  დასავლეთით  აქვს.  აფსიდი  ნახევარწრიულია. აღმოსავლეთ, დასავლეთ და სამხრეთ კედლებში თითო სარკმელია. დარბაზის გრძივ კედლებზე ორ-ორი  პილასტრია , რომლებსაც ეყრდნობა ცილინდრული კამარის საბჯენი თაღები. აღმოსავლეთ და დასავლეთ ფასადებზე აგურის წყობაში გამოყვანილია თითო ჩაღრმავებული  ჯვარი . სამხრეთ ფასადზე სპილენძის ფირფიტაზე სამშენებლო წარწერაა. ეკლესიის აღმოსავლეთ კედელზე დაშენებულია აგურის ოთხსვეტიანი სამრეკლო.
Image
სურამის ციხე  —  შუა საუკუნეების  ციხესიმაგრე  აღმოსავლეთ საქართველოში ,  შიდა ქართლში ,  ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა   სურამის  ჩრდილოეთ ნაწილში,  მდინარე   სურამულის  მარცხენა ნაპირზე, კლდოვან გორაკზე. ციხე მნიშვნელოვანია როგორც ისტორიული, მონუმენტური ხელოვნების ნიმუში. სურამის ციხე ორი მთავარი გზის შესაყარზე მდებარეობს; ერთი მიემართება  ლიხის  გადასასვლელებით დასავლეთისაკენ, მეორე კი —  ბორჯომის ხეობით  სამხრეთისაკენ. XVI - XVIII საუკუნეების   მანძილზე დიდი ბრძოლები წარმოებს სურამის ციხის ირგვლივ. იგი ამ პერიოდში   ოსმალეთისა   და   სპარსეთის ინტერესების სფეროს წარმოადგენდა.   1692   წელს სურამის ციხე   თურქების   ხელშია;   1701   წლიდან მას მეფისწული   ვახტანგი   ფლობს და ისევ „ძლიერ კოშკთა“ შორის მოიხსენიება [10] . XVIII  საუკუნის შუა წლები მძიმე პერიოდია სურამის ციხის ისტორიაში. მასთან დაკავშირებული ბევრი მოვლენა სწორედ ამ პერიოდის „შავ ჭირს“  ყიზილბაშობას  განეკუთვნება.  1742 - 1745  წწ. ყიზილბაშთა წინააღმდეგ მოწყობილ აჯანყებაში სურამის ციხე  ზემო ქართლის  სადროშოს უფროსის